LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით, სწორედ ეს არის ბატონებო კორუფცია! – თინა ხიდაშელი

195
Tina

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ პარლამენტი სამშენებლო ამნისტიით უდიდეს ბოროტებას აკეთებს. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გასაგებია, რომ „ოცნებას“ ფული წინასწარ აღებული აქვს, გასაგებია ისიც, რომ მათი ვალი აქვთ.

სწორედ ეს არის ბატონებო კორუფცია! სწორედ ეს არის ხეირი ქვეყნის და უჰაეროდ, სიმწვანის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ხარჯზე.

მშენებლობის ნებართვის გამარტივება არ შეიძლება, ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და ვხედავთ, რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში – მაია ბითაძე

და მორიგ ჯერზე სანამ აკივლდება სხდომაზე ორივე 9 წლის თანამონაწილე ქალაბატონი ბითაძე,  იქნებ სია წარმოადგინოს ვინ ისარგებლებს ამ კანონით. პირველი ოცეული, ორმოცეული, მათი შემომწირველები, ოცნების წევრ/დეპუტატები …

მაღალი ხმის ტემბრით და ნიშნისმოგებით საუბრით კორუფცია არ ქრება სამწუხაროდ“ …. წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ „დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები