LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო“ – ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ზღვაში დაღუპული ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს

595
3525636b-f367-4666-9471-defd2764c9a3

13 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში 8 წლის ბავშვი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ შეძლო.

ქობულეთში, ზღვაში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.

„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის, მე-3 კლასის მოსწავლე ანუკი ჩავლეიშვილის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს…“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თავისი აღსაზრდელის , მე-3 კლასის მოსწავლე ანუკი ჩავლეიშვილის, ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს…

Posted by ქობულეთის N2 საჯარო სკოლა on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024

პოპულარულები