საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გადახდის ახალი პირობები დაინერგა, რის საფუძველზეც მოხმარებლებისთვის გადახდა მაქსიმალურად გამარტივად. ამის შესახებ პროექტ ,,მწვანე ბუდაპეშტისა“ და ბანკი „რესპუბლიკას“ შორის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე ბანკი „რესპუბლიკას“ ალტერნატიული არხების მართვის სამსახურის უფროსმა ნათია ფრანგულაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადახდის პირობები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უპრეცენდენტო და უნიკალურია. კერძოდ მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ 100-თვიანი უპროცენტი განვადებით.
”მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ჯგუფებში შემავალ ბანკ ”რესპუბლიკასთან” ურთიერთანამშრომლობით ჩვენ საქართველოს ეკონომიკურ ბაზარს გადახდის ახალ მოდელს ვთავაზობთ. ჩვენი პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“ დანაპირებზე 4 თვით ადრე, 2016 წლის მაისში ჩაბარდება მობინადრეებს. სწორედ ამისათვის, განვავითარეთ ფინანსური მოდელი, რომელიც მიმართულია „მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის ყიდვის მსურველთათვის გადახდის პირობების გაუმჯობესებისაკენ. ამ მოდელით, მომავალ მობინადრეს ეძლევა საშუალება შეიძინოს ბინა ნულოვანი საპროცენტო კრედიტით. ჩვენი სურვილია, ყველამ ისარგებლოს შეთავაზებით, რომელიც გაძლევთ საშუალებას 100 თვის განმავლობაში, დამატებით პროცენტის გარეშე შეიძინოთ ბინა „მაქრო ქონსთრაქშენისაგან“”, – განაცხადა სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, ოღუზ ქაან ქარაერიმ.
პროექტ ,,მწვანე ბუდაპეშტისა“ და ბანკი „რესპუბლიკას“ შორის მემორანდუმი დღეს სასტუმრო „Mercure Tbilsi Old Town”-ში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში და ბანკი „რესპუბლიკას“ ალტერნატიული არხების მართვის სამსახურის უფროსმა ნათია ფრანგულაშვილმა მოაწერეს.
საცხოვრებელი კომპლექსი “მწვანე ბუდაპეშტი” 11 700 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საცხოვრებელი კომპლექსია ქალაქის ცენტრში, რომელიც გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში მდებარეობს და მობინადრეებს სთავაზობს ევროსტანდარტის 351 ბინას სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით. მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურა, გამწვანებული ზონა, კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ფიტნეს ცენტრი, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ღია და დახურული ავტოსადგომები საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი უპირატესობაა.
რაც შეეხება კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენს“, ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. მან ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება 2013 წლიდან დაიწყო და განახორციელა ისეთი პროექტები, როგორებიცაა საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, საერთაშორისო 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” და ავეჯის სალონი „ბელისა“. კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დააბანდა 70 მილიონ დოლარამდე და კვლავაც აგრძელებს ინვესტირებას ქართულ ბაზარზე.
