LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას სტანდარტები ფოთში – სტადიონის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა (ფოტოები)

347
120883623-4713244358716102-7056714824175744245-o

ქალაქ ფოთში უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთი და ჩრდილოეთი ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობა.

ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა: გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების, სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი, დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ-ტაბლო.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 5.3 მილიონი ლარით ფინანსდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g