უელსის პრინცესამ, ბრიტანეთის ინდურ საზოგადოებასთან ერთად გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მხიარული დღესასწაული, ჰოლი აღნიშნა. ჰოლი სიყვარულის, სიხარულისა და განახლების სიმბოლოდ ითვლება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღესასწაულზე ადამიანები ხშირად თეთრ ტანსაცმელს იცვამენ, რადგან სწორედ მასზე ჩანს ყველაზე ნათლად ფერადი საღებავების ფერები, რომლებიც ჰოლის მთავარი ატრიბუტია.
ღონისძიებისთვის პრინცესამ ელეგანტური „რალფ ლორენის” პლისე თეთრი კაბა აირჩია, დახვეწილი სილუეტით. სტილი მან დაასრულა სპეციალურად შეკერილი პალტოთი, რომლის ავტორიც დიზაინერი კრის კერია. აღსანიშნავია, რომ ეს პალტო პრინცესას უკვე ერთხელ ჰქონდა მორგებული, 2023 წლის საშობაო მსახურებაზე. უელსის პრინცესა ხშირად ესწრება მსგავს ღონისძიებებს, რითაც ბრიტანეთის მრავალფეროვან კულტურულ საზოგადოებას მხარდაჭერას უცხადებს.




