LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს! შეუქცევადი პროცესებია მანდ – მე ამერიკელებს მივაკითხავდი“ – გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე

396
გოგოლაძე რიკოთზე

„კაი, არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით. სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ. მე ამერიკელებს მივაკითხავდი. კარგად გავიკითხავდი როგორი გამოცდილება აქვთ“, – წერს სოციალურ ქსელში სეისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს და რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

„მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ. თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა.

რიკოთზე გზაზე ლაფი ჩამოვიდა – მოქალაქეები რიკოთის უღელტეხილიდან ვიდეო კადრებს ავრცელებენ

მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს. (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა! მარტივია. უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს!

დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი.“ – წერს Facebook-ზე თეა გოდოლაძე.

„კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი“ – გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს როდის შეიძლება გაიხსნას რიკოთის უღელტეხილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g