“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფრო უსაფრთხოდ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი მეზობლები სტაბილურად არიან,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, განაცხადა.
„ყველას შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგებოდა სამხედრო თვალსაზრისით. ეს საშინელება იქნებოდა, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალური მდივანი რუმინეთში იმყოფებოდა. რუმინეთის მთავრობამ ახალი ბატალიონი ჩამოაყალიბა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ჩვენს პარტნიორებთან, ბალტიის ზღვაში და შავ ზღვაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, წვრთნებს. ბალტიის ზღვის რეგიონში აღნიშნული პროცესი უფრო განვითარებულია, ვინაიდან იქ ეს პროცესი ადრე დავიწყეთ,” – განაცხადა აპატურაიმ.