LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავას საქმეს როდის განიხილავს, უცნობია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

122
gigi ugulava

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეწყალების შუამდგომლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩაბარდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციას გიგი უგულავას შუამდგომლობა ოფიციალურად ჩაბარდა. თუმცა აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტი როდის განიხილავს, ვერ გეტყვით, ამას ინდივიდუალურად გადაწყვეტს“, – განგვიცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ყოფილი მერის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ჩათვლის, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება.

ცნობისთვის, 13 მარტს 11-მა ევროპარლამენტარმა მორიგი წერილი გამოგზავნა, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე. ისინი მოუწოდებენ ზურაბიშვილს, რომ ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებით და შეიწყალოს “ევროპული საქართველოს” დაკავებული ლიდერი, გიგი უგულავა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ, სააღდგომოდ შეიწყალებს პატიმრებს.

არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ორჯერ გაასამართლეს ერთი და იგივე საქმეზე – კახა კალაძე უგულავას დაკავებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g