LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჰანში მყოფი ქართველი გოგო ევაკუაციაზე უარს ამბობს

2651
BeFunky-collage (3)

კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობა ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციას აანონსებს. განცხადება საკითხზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაკეთდა.

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება: უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც საქართველოს მსგავსად ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა სურთ. საუბარია საქართველოს ხუთ მოქალაქეზე, მათ შორისაა ნინი დავლიანიძე, რომელმაც “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს.

“ამ დილით დამიკავშირდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში და კონსული. შემატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქართველების ევაკუირების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ევაკუირება საქართველოში არ იგეგმება.

მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვეგეგმავ საქართველოში დაბრუნებას დროებით, რიგი მიზეზების გამო. ერთი რომ, ვინაიდან მოხდება ჩვენი ევაკუირება, აუცილებლად მოხდება ჩვენი კარანტინში ჩასმა, რაც გულისხმობს ჩვენს სრულ იზოლაციას. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტუაცია აბსოლუტურად არ იქნება განსხვავებული, მე ახლაც კარანტინში ვარ.

ასევე, ევაკუირების შემთხვევაში მომიწევს მგზავრობა ძალიან ბევრ უცხო ადამიანთან ერთად და, დიდი ალბათობით, მათთან ერთად ცხოვრება, რაც ვფიქრობ, რომ არ იქნება ჩემთვის უსაფრთხო. მირჩევნია, ვიყო იზოლირებულად, ყველასგან განცალკევებით.

რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და რა ინფორმაციაც ვრცელდება, ყოველდღიურად ახდენენ ქალაქის დეზინფექციას, ვირუსისგან გაწმენდას.ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ვირუსის ეპიცენტრში ხარ მოხვედრილი, ჯობია დარჩე იქ, სადაც ხარ, რადგან არ მოხდეს ვირუსის გავრცელება,”- განაცხადა ნინო დავლიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩინეთის რამდენიმე ქალაქში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ავიარეისები.

ბოლო მონაცემებით, ჩინურმა ვირუსმა უკვე 107 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა და 5 000 მიაღწია.

ჩინეთიდან საქართველოში ფრენები შეწყდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g