LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან საქართველოში ფრენები შეწყდება

192
airplane

ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მშვიდად ვიყოთ.

„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ,” – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g