უილ სმიტი BET Awards-ზე იმღერებს. ბოლოს, 55 წლის არტისტი დაჯილდოებაზე 2005 წელს გამოჩნდა. მაშინ, ის და მისი იმჟამინდელი მეუღლე, ჯეიდა პინკეტი ღონისძიების წამყვანები იყვნენ.
ცნობილი გახდა, რომ შოუზე პერფორმანსისას, ამერიკელი რეპერი დიდი ხნის შემდეგ, ახალ სიმღერას წარადგენს.
სხვადასხვა დროს, 55 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელი ,,ბეთ დაჯილდოებაზე” არა მუსიკალურ, არამედ – კინოს კატეგორიაში იყო წარდგენილი. მან ექვსჯერ მიიღო ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცის” ნომინაცია, რომელშიც სამჯერ მოიგო.
ცნობილია, რომ სხვა პერფორმერთა შორის, ვისაც სცენაზე ვიხილავთ არიან: ვიქტორია მონე, ლორინ ჰილი, აისი სფაისი, Shaboozey, Tyla და სხვები.
BET Awards 30 ივნისს გაიმართება.
,,აგენტი ჯეი” – უილ სმიტმა Men in Black-ის საკულტო პერსონაჟი და სიმღერა გააცოცხლა
აშერს BET Awards-ზე სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ