ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ერთი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, 2 მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.