LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთ, ვიდრე წინაზე: საქართველოს 7 მედალი აქვს

41

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სამშობლოში 7 ოლიმპიური მედლით ბრუნდება. ჩვენების ჩვეული დევიზი, რომ უკეთ გამოვიდნენ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, შესრულებულია.

მართალია, ოთხი წლის წინ ლონდონშიც ჩვენებმა 7 მედალი მოიგეს, მაგრამ მაშინ ერთი ოქრო გვქონდა, ასევე სამი ვერცხლი და სამიც ბრინჯაო.

ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლი ძიუდოისტი ვალერი ლიპრატელიანის ანგარიშზეა, 4 ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბ/რ ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები