LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან და ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება – ბრიუსელში ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრებენ

106
turnava-ekonomika6

ნათია თურნავას განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება იქნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ისინი ისაუბრებენ ევროკავშირის ბაზრის სრულ ათვისებასა და ახალი პროდუქციის ჯგუფების გამოვლენაზე.

„ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული. ეკონომიკურ ნაწილში, გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი სასაუბრო მიმართულება. პირველ რიგში, ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ საბორნე მარშრუტები დღესაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ევროკავშირთან უკეთესად ვივაჭროთ. ევროკავშირი, ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება არის ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება, ახალი პროდუქციის ჯგუფების შეძენა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ევროკავშირის ბაზარზე შეაღწიონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g