LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხერხულია, რომ ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობდა: შალვა პაპუაშვილი

490
შალვა პაპუაშვილი

„უხერხულია ის, რომ ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობდა“, – ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აკეთებს. მისი განმარტებით, ანა ფოტიგას და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთთან პარტიული კავშირები აქვთ და გასაგებია მათი მხრიდან გამოხატული სოლიდარობა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ როდესაც პარტიულ კოლეგაზე ზრუნავენ, ავიწყდებათ, რომ მისი სახელი ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ჩაწერილი, სადაც ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა.

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს“ – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა

ანა ფოტიგა: ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

„ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი განაჩენი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო. სააკაშვილი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიუსელში იმყოფებოდა და იქ მას ხელს ართმევდნენ. უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ორი განაჩენი არსებობს. ცუდი იყო, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი განაჩენი არსებობდა, ამდენი ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და მართლმსაჯულების აღსრულება ვერ ხდებოდა. მათ შორის ცუდი იყო, რომ ეს ადამიანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიუსელში იმყოფებოდა და იქ მას ხელს ართმევდნენ, ადამიანს, ვის წინააღმდეგაც არსებობდა ორი განაჩენი ადამიანის ცემის შეკვეთასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე. გასაგებია, რომ მათ ერთმანეთთან გარკვეული პარტიული კავშირები აქვთ, გასაგებია სოლიდარობა, მეორე მხრივ, კი სამწუხაროა, რომ როცა ზრუნვა ხდება საკუთარ პარტიულ კოლეგაზე, ივიწყებენ, რომ მისი სახელი ჩაწერილია ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სანდრო გირგვლიანი საქმეზე, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა. უხერხულია, რომ მათ შორის ანა ფოტიგა ხელს ართმევდა მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართ ორი განაჩენი არსებობდა. რაც შეეხება ფოტიგას სააკაშვილთან შესვლას, ეს სამინისტროს გადასაწყვეტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g