LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”უხილავი ბავშვების” საკითხზე აქციას სამგორის რაიონის გამგეობა შეუერთდა

80

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ინიციატივას სამგორის რაიონის გამგეობა შეუერთდა. აქცია სახელწოდებით “უხილავი ბავშვები” საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას ისახავს მიზნად. კამპანიას სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი შეუერთდა.  “სამწუხაროდ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლება მწვავედ დგას ჩვენს წინაშე. ჩვენ მივესალმებით მსგავს პროექტებს, მხარს ვუჭერთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას ასეთი კარგი წამოწყებების, რათა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობით ერთობლივად მოვაგვაროთ”, – განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია დამოკიდებულების ცვლილება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ.

პოპულალურები