LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი – ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

204
მეწყერი ქვემო სვანეთში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო, (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) მეწყრული პროცესი გამოიწვია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.

მერიის ინფორმაციითვე, დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

„ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.

მობილიზებულია ენერგო-პროჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით“. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

📍წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ…

Posted by ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია on Tuesday 18 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g