საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მიმდინარე მოვლენების გამო უკიდურეს გულისტკივილს და სევდას გამოხატავს.
„არ ვიცი რას შევეხო, რათა უკიდურესი სევდა და გულისტკივილი გამოვხატო – ნიკა კვარაცხელიას, ამ მართლაც უნიჭიერესი ახალგაზრდას მკვლელობას თან მისი მშობლის გამწარების თუ შურისძიების მიზნით, მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებას მეორე სართულის ვერანდიდან და მერე ამ მოვლენისადმი გადმომგდებთა უფროსობის რეაგირებას თუ იმას, რომ თურმე კვლავ ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ და თან ისე დაუცველად, რომ ახლა თითქმის ნახევარ ქვეყანას შეუძლია შემოიჭვრიტოს ჩვენს საპირფარეშოებში…
ჰოდა ჩვენო ილია მართალო, „ჩვენისთანა ბედნიერი“ რომ დაგვიწერე ვადა არ დააყოლე თუ როდემდე უნდა იყოს ლექსის შინაარსი აქტუალური? უვადოა?.. “ჩემო კარგო ქვეყანაც”? ანუ აწმყო არასდროს გვიწყალობებს? ეგეც უვადოა?..“, – წერს რაჭველი.