LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკ­რა­ი­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, უკრა­ი­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბია, ჩემი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟას­მი­ნი…“ – 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი: რას წერს „ტელეგრაფი“ ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე

343
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება ხშირად იწვევდა მზარდ ინტერესს. ირკვევა, რომ დაპატიმრებულ პოლიტიკოსს ოთხი შვილი ჰყავს“, – ამ შინაარსის სტატიას უკრაინული მედია „ტელეგრაფი“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, „სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა“. „ტე­ლეგ­რაფ­მა“ გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი და რა არის ცნო­ბი­ლი მათ შე­სა­ხებ ამჟამად. გამოცემამ რამდენიმე ფაქტი გაარკვია.

უკრაინული გამოცემა – „ტელეგრაფი“ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

რა არის ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ

1993 წელს ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში სწავ­ლი­სას, ჰო­ლან­დი­ელ სან­დრა რუ­ლოვსს შეხ­ვდა. წყვილ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე წი­თე­ლი ჯვრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ქუ­თა­ისს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ის ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი და კარ­გი მრჩე­ვე­ლი გახ­და, რადგან ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ეხ­მა­რე­ბო­და.

სან­დრამ ასე­ვე და­ა­არ­სა Soho Foundation, არა­სამ­თავ­რო­ბო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ბავ­შვებს, დევ­ნი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბა.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი

სან­დრას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა: ედუ­არ­დი (და­ი­ბა­და 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი). რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სან­დრა რუ­ლოვსმა „ფე­ის­ბუქ­ზე“ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ გა­ი­ზარ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი.

ნი­კო­ლოზ­მა სკო­ლა თბი­ლის­ში, წელს და­ამ­თავ­რა. სხვა­თა შო­რის, მისი ნათ­ლია, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოა.

უფ­როს­მა ვაჟ­მა ედუ­არ­დმა ნი­დერ­ლან­დე­ბის უტ­რეხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიმართულებით მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. გა­სულ წელს ედუ­არ­დმა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა აწუ­ხებ­და, მან ასე­ვე ისა­უბ­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე.

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატ ელი­ზა­ვე­ტა იას­კოს­თან. მა­შინ, მისმა [მიხეილ სააკაშვილის] ოფი­ცი­ა­ლურ­მა მე­უღ­ლემ სან­დრა რუ­ლოსვმა გა­ნა­ცხა­და, რომ ქმრის უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ, არა­ფე­რი იცო­და. თუმცა, მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი განქორწინდა, არ გავრცელებულა.

გა­სულ წელს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წე­რი­ლი მის­წე­რა „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ მთა­ვარ რე­დაქ­ტორს სევ­გილ მუ­სა­ე­ვას, სა­დაც უკ­რა­ი­ნი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე საუბრობდა. პა­ტი­მარ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა მისი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის ნა­წი­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მას უკ­რა­ი­ნა­ში ჰყავს პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ ჰქო­ნია.

სავარაუდოდ, ელიზავეტა იასკოს შეეძინა ქალიშვილი, რომელმაც 2023 წლის ივნისში განაცხადა, რომ დედა გახდა. გოგონას [ჟასმინის] ფოტოები საჯაროდ არ არსებობს.

„…რა არის ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნა? ეს ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა და ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ჩემი ზრდას­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვა­ტა­რე. ახლა უკ­რა­ი­ნუ­ლად უფრო კარ­გად ვლა­პა­რა­კობ, ვიდ­რე რუ­სუ­ლად.

უკ­რა­ი­ნა ჩემი სახ­ლია კი­ევ­ში, პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი მირ­გო­როდ­ში. უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია ქა­ლა­ქი ოდე­სა. უკრა­ი­ნა ჩემი მე­გობ­რე­ბია, ახლა უკ­რა­ი­ნა ჩემი პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლია, უკ­რა­ი­ნე­ლი ჟას­მი­ნი, რომ­ლის ნახ­ვი­სა და მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია“. – წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დას“ მთავარ რედაქტორს.

ასევე 1 წლის წინ [იგულისხმება სააკაშვილის დაპატიმრებიდან], ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ელის მა­რია ჰყავს.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე 2010 წელს, ნორ­ვე­გი­ა­ში „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g