LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა და რუსეთი 6 ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

73
_123607641_gettyimages-1239025422

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ 21:00 საათამდე საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ 6 ჰუმანიტარული დერეფნით მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ამის შესახებ დღეს, 9 მარტს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

უკრაინის რეინტეგაციის მინისტრ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით,  ჰუმანიტარულ დერეფანთან დაკავშირებით რუსეთი თანახმაა უკრაინისგან შეთავაზებულ მარშრუტებსა და „წითელი ჯვრისთვის“ შესაბამისი წერილის გაგზავნაზე.

მისივე ცნობით, მიღწეული შეთანხმებით ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება შემდეგი მიმართულებებით:

  • ენერგოდარი-ზაპოროჟიე,
  • სუმი-პოლტავა,
  • მარიუპოლი-ზაპოროჟიე,
  • ვოლნოვახა-პოკროვსკი,
  • იზიუმი-ლოზოვაია და კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ვორზელიდან, ირპინიდან, ბოროდიანკიდან და გოსტომელიდან დედაქალაქ კიევისკენ.

ამასთან, მინისტრმა თქვა, რომ ცალკე ოპერაციაა ჩასატარებელი ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლიდან 50 ბავშვის და 26 თანამშრომლის ევაკუაციისთვის, ამიტომ რუს სამხედროებს მოუწოდებენ, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

ცნობისთვის, გუშინ, 8 მარტს, ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქ სუმის დატოვება შეძლო 5 ათასამდე ადამიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები