LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა სხვა ქვეყნების მიერ გენოციდის აღიარებას ითხოვს – რადაში დადგენილება დარეგისტრირდა

106
ბუჩა

უკრაინა გენოციდის აღიარებას ითხოვს – რადაში დარეგისტრირდა დადგენილება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს მოუწოდებს, რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდში დამნაშავედ ცნონ.

ამასთან, რადა აპირებს ანალოგიური თხოვნით მიმართოს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას.

CNN-ის ინფორმაციით, ნიდერლანდები, შვედეთი და გერმანია სამ მილიონამდე ამერიკული დოლარის გამოყოფას აპირებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რათა მან უკრაინაში ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულები გამოიძიოს.

გასულ კვირას ევროკავშირმა უკვე გამოყო 8 მილიონი დოლარი უკრაინელი პროკურორების მხარდასაჭერად.

ავიაიერიშებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა: ხარკოვის მერი

ჩვენი ქალაქის ქუჩებში ცხედრები ხალიჩებად იყო მოფენილი, დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს: მარიუპოლის მერი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g