LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვები დააწესა

126
Guide-me-UA-tours-5

უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეზღუდოს უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არ მქონე პირების შემოსვლა. მიზეზი COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდაა.

როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები იმოქმედებს 2020 წლის 28 აგვისტოს 00:00 საათიდან 2020 წლის 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.

საელჩოს ინფორმაციითვე, ამავდროულად, ადამიანებს შორის ურთიერთობებზე და ბიზნესკონტაქტებზე აღნიშნული შეზღუდვის გავლენის შერბილების მიზნით, განისაზღვრა გამონაკლისი შემთხვევების ფართო ჩამონათვალი. მაგალითისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა არ ეხებათ უცხოელების შემდეგ კატეგორიებს: პირს, ვისაც ყავს უკრაინის მოქალაქე მეუღლე, მშობელი ან შვილი; კვეთენ უკრაინის ტერიტორიას ტრანზიტით და ხელთ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უკრაინის საზღვრის დატიოვებას 2 დღის განმავლობაში; ჩამოდიან უკრაინაში სწავლის მიზნით; გადიან სამხედრო სამსახურს უკრაინის შეაიარაღებულ ძალებში; პირები, რომლების ჩამოდიან სამკურნალოდ უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებში და სხვა…

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლისათვის, საჭიროა იქონიოთ სამედიცინო სადაზღვეო პოლისი, რომელიც ფარავს COVID-19-ის მკურნალობის და ობსერვაციის ხარჯებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g