LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები – ზელენსკი „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულებზე

841
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჯარისკაცების ევაკუაციასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ. მისი თქმით, უკრაინას გმირები ცოცხალი სჭირდება და გრძელდება მუშაობა მათ სახლში მისაყვანად.

„უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები, ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

„აზოვსტალიდან“ ევაკუაცია დაწყებულია: 53 მძიმედ დაშავებული მებრძოლი რუსეთის დაკავებულ მხარეში, 211 – უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები