უკრაინას სჭირდება არა მხარდაჭერის ან თანაგრძნობის სიტყვები, არამედ ქმედებები – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი Twitter-ზე წერს.
მიხაილო პოდოლიაკი ევროპელ პოლიტიკოსებს “რუსეთის დანაშაულებზე წლების მანძილზე თვალის დახუჭვაში” ადანაშაულებს.
“საქართველოს ოკუპაცია, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის გამოყენებაც კი ევროკავშირის ქვეყნებში. პოლიტიკოსები წლებია თვალებს ხუჭავენ რუსეთის დანაშაულებზე. შედეგად, გენოციდი ევროპის ცენტრში და ათობით ათასი დაღუპული” – ამბობს პოდოლიაკი და წერს, თუ რა სჭირდება უკრაინას ახლა.
“ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე; საჰაერო თავდაცვის სისტემები; არტილერია და ჭურვები; ჯავშანტექნიკა; ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები”. – აღნიშნა განცხადებაში.
What does 🇺🇦 need to survive? Not words of support or sympathy, but actions.
1. Embargo for 🇷🇺 oil and gas.
2. Air defense systems.
3. Artillery and shells.
4. Armored venichles.
5. Tanks and military aircraft.We haven’t spawned this beast.
But we can knock him down. (3/3)— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 13, 2022