LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ ევროპარლამენტმა წინასწარი შეთანხმება მიიღო

37
russian pasport

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობამ და ევროპარლამენტმა უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციაა ევროპული საბჭოს ვებგვერდი ავრცელებს.

შეთანხმებული ტექსტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ საბოლოოდ უნდა დადასტურდეს, სანამ ფორმალური დამტკიცების პროცედურას გაივლიან.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემაზე, რასაც რუსეთი იყენებს. ასევე რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის“ ცალმხრივად აღიარების თაობაზე.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ამ რეგიონებში გაცემული დოკუმენტები, ბევრ წევრ ქვეყანაში არ არის აღიარებული, დანარჩენი ევროპული ქვეყნები კი ასეთი არაღიარების მიღების პროცესში არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g