LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა: აშშ-ის დაზვერვა

51
Untitled design (2)

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 15 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს. 

ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტის დირექტორმა უილიამ ბარნსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დაშავებული რუსი ჯარისკაცების რიცხვი 45 000-სს აღწევს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი რაოდენობის მსხვერპლი ჰყავს უკრაინასაც.

ბარნსმა უკრაინაში საომარი ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონს არღვევენ და ქვეყნის დაახლოებით მეხუთედს იკავებენ. მისი თქმით, ეს პუტინს ძვირად დაუჯდა.

აშშ-ის დაზვერვაში ფიქრობენ, რომ რუსული არმიის ძალების კონცენტრაცია დონბასში მიანიშნებს, რომ მათ მიიღეს მძიმე გამოცდილება ომის დასაწყისში წარუმატებლობის დროს, როდესაც მოსკოვი კიევზე თავდასხმას მოერიდა.

“რაღაც მხრივ, ის, რაც რუსმა სამხედროებმა გააკეთეს, არის უკან დახევა უფრო კომფორტულ გზაზე, გარკვეული გაგებით, მათი უპირატესობებისა და შორ მანძილზე თავდასხმის გამოყენებით, რათა წინ აღუდგეს და ეფექტიანად გაანადგურონ უკრაინული სამიზნეები”, – აღნიშნა სადაზვერვო კომიტეტის დირექტორმა.

მისივე თქმით, აშშ უკრაინულ სამსახურებს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

“დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფექტიანია. ჩვენ ვუზიარებთ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინის სამსახურებს და უკრაინის ხელმძღვანელობას, რომელსაც ისინი ძალიან ეფექტიანად იყენებენ”, – თქვა მან.

როგორც როიტერი წერს, რუსეთი არასაომარი მდგომარეობის დროსაც კი ინფორმაციას დაღუპული სამხედროების შესახებ ს სახელმწიფო საიდუმლოებად აქცევს და ომის დროს მსხვერპლის რიცხვის ოფიციალურ მონაცემებს ხშირად არ აახლებს.

25 მარტს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ უკრაინაში “სპეცოპერაციის” დროს 1 351 ჯარისკაცი დაეღუპათ.

უკრაინულმა მხარემ კი ივნისში განაცხადა, რომ დღეში 100-დან 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები