LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში პოპულარული ვიდეოთამაშის „Stalker“-ის ავტორი ვოლოდიმირ იეჟოვი დაიღუპა

162
ლოკი - ვოლოდიმირ იეჟოვი

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში პოპულარული ვიდეოთამაშის „S.T.A.L.K.E.R.“-ის ერთ-ერთი ავტორი, ვოლოდიმირ იეჟოვი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ძმა, ვიაჩესლავ იეჟოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემი ძმა, ორი შვილის მამა, ერთგული მეგობარი, გულწრფელი გულით, გარდაიცვალა უკრაინის დაცვისას. ის ამბობდა, რომ ჩვენი შვილების ბედნიერი მომავალი ყალიბდება უკრაინელი ხალხის ბრძოლით. იმედი მაქვს უკეთეს სამყაროში მოხვდი ძმაო.“ – წერს ვიაჩესლავ იეჟოვი „ფეისბუკზე.“

ცნობისთვის, ეჟოვის გარეგნობის მიხედვით იყო შექმნილი თამაშის „S.T.A.L.K.E.R“-ის ერთ-ერთი პერსონაჟი ლოკი. უკრაინული სტუდია „GSC Game World“-ის ცნობით, კომპიუტერული თამაშების სერიებით, მათ უკრაინის მხარდასაჭერად 800 000 დოლარის შეგროვება შეძლეს.

გამოცემა GAMEINSIDE იტყობინება, რომ ვოლოდიმირ იეჟოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვლის შემდეგ შეუერთდა.

ზელენსკი: მტერი შეეცდება, ახალ წლამდე დარჩენილი დღეები ბნელ და რთულ დროდ აქციოს, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები