LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ჩასვლა და მათთვის სოლიდარობის გამოხატვა არც „ოცნებისთვის“ წარმოადგენს პრობლემას და ნურავინ დაგვაყვედრის – ქადაგიშვილი

99

საქართველო სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა..

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის მიმართ არის ცალსახა, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება ომის მიმართა და უკრაინის მხარდაჭერა.

მესამე მსოფლიო ომი მიდის, ცივილიზაციულ ომშია უკრაინა ჩართული და შენ ამ ქვეყანას აყვედრი ჩასვლას – უგულავა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლაზე

„რაც შეეხება გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებს, ეს კონკრეტული სიტუაციები ჩვენ უნდა განვიხილოთ ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჭრილშიც. საქართველო სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ დადანაშაულებული იქნა მთელ რიგ შემთხვევებში ისეთ საკითხებში, რაც საერთოდ ბუნებაშიც კი არ არსებობს.

გამომდინარე აქედან, ყველა ქვეყანას აქვს, მიუხედავად უდიდესი სოლიდარობისა, გარკვეული ეტიკეტი ასეთ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირები როგორ მოქმედებენ. რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, მათთვის სოლიდარობის გამოხატვას, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არ წარმოადგენს პრობლემას და ამას ნურავინ დაგვაყვედრის. ეს პრობლემაც ჩვენ წინაშე არ დგას. მეორე მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი წერილობითი პოზიცია დააფიქსირა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ხოშტარია: ბუჩაში პაპუაშვილი არ წავიდოდა, ცხადია — ჩვენ, ოპოზიცია უნდა წავიდეთ

შეგახნებთ, 8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი “საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g