LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გმირულად დაღუპული მებრძოლის დედა: „არ ვარ ძლიერი, ჩემთვის, ჩუმად ვტირი“

267
Untitled design (1)

24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ – ისინი ბახმუტთან დაიღუპნენ.

მათ შორის იყო მერაბ ალადაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინაში, ქალაქ ოლექსანდრიაში ცხოვრობდა.

ახლახან „ტვ პირველმა“ გაავრცელა მერაბ ალადაშვილის შესახებ მომზადებული სიუჟეტის ანონსი, რომელშიც დაღუპული გმირის დედა, ნანა ალადაშვილი შვილთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს.

„ბოლოსაც ველაპარაკე, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასეთ წინა ხაზზე იყო. ადრე ჩასაცმელს სულ მიმალავდა, რომ არ დამენახა სამხედრო რომ იყო – მე შტაბში ვარ, მე ასე ვარ, მე ისე ვარ.. რა ვქნა? ალბათ ეს გვეწერა.. ის თითისხელა ბიჭი ასეთი ძლიერი იყო და მე ხომ მისი დედა ვარ, მე ხომ უნდა გავიზიარო იმისი ყველაფერი.

არ ვარ ძლიერი, ცოტა ხნის შემდეგ, ჩუმად, რომ ამ ბიჭმა (მეორე შვილი) არ დაინახოს ჩემი ტირილი, ეს მეცოდება, მერე განვიცდი ყველაფერს და მერე ჩუმად ჩემთვის, ეს მეცოდება“, – ამბობს ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის დედა.

მითხრა, არ ინერვიულო, როგორც კი „წითელი ზონიდან“ გამოვალ, დაგიკავშირდებიო – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეუღლე

“მე პატარა კაცი ვარ, ოღონდ დიდი გულით”… „ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს – ეს იყო ჩვენი ბოლო მიმოწერა“: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g