უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის ბახმუტთან აფეთქებას ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, დაღუპული მებრძოლი სამეგრელოდან იყო, იგი აფხაზეთიდან დევნილია და მისი ოჯახი ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.