„უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის იქცა მორიგ სატელევიზიო შოუდ Netflix-ზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
მისი განმარტებით, უკრაინაში ადამიანები რეალურად იღუპებიან და სცენარისტები ბედნიერი დასასრულის გარანტიას არ იძლევიან, რადგან ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი.
„ბრძოლა დონბასისთვის”, მეორე სეზონი. უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის იქცა მორიგ სატელევიზიო შოუდ Netflix-ზე. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტით და დამაინტრიგებელი დასასრულით ახალ ეპიზოდამდე. ბეჭდების მბრძანებელი? სამეფო კარის თამაშები? შავი სარკე? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი – ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ადამიანები რეალურად იღუპებიან და სცენარისტები არ გვაძლევენ ბედნიერი დასასრულის გარანტიას. ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი. ტელეეკრანისგან განსხვავებით, აქ ბოროტების შესაჩერებლად დახმარება შეგიძლიათ. სთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის და ემბარგო რუსული ნავთობისთვის. ევროკავშირმა იცის გამარჯვების რეცეპტი“, – წერს პოდოლიაკი.
We have no actors, people die for real and showrunners don’t guarantee a happy end. Every new episode is written by blood of ?? Army. Unlike the TV, here you can help stop the evil. Ask your government for weapons for ?? + embargo for ?? oil. ?? knows the recipe for victory (2/2)
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 19, 2022
«Battle for Donbas, season II». The war in ?? has become another TV-show on Netflix for many in the world. With main and secondary heroes, various storylines and a cliffhanger before the new episode. Lord of the Rings? Game of Thrones? Black Mirror? But here is one nuance… (1/2)
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) April 19, 2022