ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა NATO-სა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზარდოს.
მისივე თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ ეს თავიდან იქნეს აცილებული.
„უკრაინაში საშინელი ომია. ის ასევე შეიძლება ფართომასშტაბიან ომად იქცეს, რომელიც NATO-სა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება. ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რათა ეს თავიდან ავიცილოთ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
