LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

51
კრემენჩუგი

ქალაქ კრემენჩუგის მერმა, ვიტალი მალეცკიმ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.

ამ დროის მონაცემებით, კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ სარაკეტო იერიში განახორციელა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, კრემენჩუგში უგზო-უკვლოდ დაკარგული 40 ადამიანის შესახებ შეტყობინება მიიღეს. უწყების ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრავმა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემენჩუგში ორი რაკეტა X-22 ისროლეს, რომელიც Tu-22M3 ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g