უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი იენინი აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩადიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღება შეეძლებათ.
“თუ ასეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაინტერესებული არიან უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა ასეთ შესაძლებლობას”, – უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის ამ კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.