LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სახელმწიფო ღალატისა და მაროდიორობისთვის სასჯელი მკაცრდება

188
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში სახელმწიფო ღალატისა და მაროდიორობისთვის სასჯელი მკაცრდება. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატისა და მაროდიორობისთვის ​მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით განისაზღვრა.

გარდა ამისა, მაროდიორობისთვის სასჯელის სახით 15 წლამდე პატიმრობა დამტკიცდა.

ცნობისთვის, აქამდე აღნიშნული დანაშაულებებისთვის მაქსიმალური სასჯელი 15 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.