უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 6 კვირაში საკუთარი სახლები უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3-მა – 4.8 მილიონმა ბავშვმა დატოვა.
ამის შესახებ 11 აპრილს, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საგანგებო პროგრამების დირექტორმა მანუელ ფონტენმა განაცხადა, რომელიც უკრაინიდან გასულ კვირაში დაბრუნდა.
ფონტენის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდს დადასტურებული აქვს 142 უკრაინელი ბავშვის სიკვდილი. დაიჭრა 229. მანუელ ფონტენის თანახმად, რეალურად, ბავშვებში მსხვერპლი გაცილებით მეტია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
“Every day the war continues, children will continue to suffer.”@UNICEF‘s @Manuel_Fontaine‘s remarks at the Security Council briefing on the humanitarian situation in #Ukrainehttps://t.co/Aby6sIAh2y pic.twitter.com/bt2jxYcmIE
— UNICEF Media (@UNICEFmedia) April 11, 2022