საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს დააბრუნებენ. ამის შესახებ მან “რუსთავი2-ს” განუცხადა.
“ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ზალკალიანმა.
მისი განმარტებით, ყველანაირად ეცდებიან უკრაინასთან ურთიერთობა განვითარდეს ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია, საქართველოში მიმდინარე ოკუპაციასთან.
“ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ნაბიჯს.
დადგა დრო, კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. პროცესები ძალიან გვაღელვებს. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.