LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სიტუაციას რუსეთი ურევს (ვიდეო)

89

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სტადიონებზე შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების უკან რუსეთი დგას.

სტადიონებზე უსაფრთხოების საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით „ამ პროვოკაციების ფესვები უკრაინიდან არ მოდის“. მისი თქმით, არსებობს საფუძველი, რომ კიევის „დინამოსა“ და „ჩელსის“ შეხვედრისას მომხდარი პროვოკაციების კვალი რუსეთისკენ მიდის იმ მიზნით, რომ უკრაინა რასიზმში დაადანაშაულონ.

პრეზიდენტმა ეროვნულ პოლიციას ინციდენტში გარკვევის დავალება მისცა და იმედი გამოთქვა, რომ უეფა გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, კიევის „დინამოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ მატჩის დროს სტადიონზე რამდენიმე გაწევ-გამოწევა მოხდა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს შავკანიანი გულშემატკივრები დაშავდნენ.

„დინამო“ წლის ბოლომდე მაისურებზე რასიზმის საწინააღმდეგო წარწერით ითამაშებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები