LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სპეციალური ოპერაცია მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება: რუსეთის თავდაცვის მინისტრი

116
1

რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია დასახული მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

სერგეი შოიგუს თქმით, სპეციალური ოპერაციის მთავარი ამოცანა დასავლეთის საფრთხისგან რუსეთის დაცვაა.

“ჩვენთვის მთავარია, რუსეთის ფედერაცია დავიცვათ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საფრთხისგან, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ უკრაინელი ხალხი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – თქვა მან.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსი სამხედროები არ არიან ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე და ისინი იღებენ ყველა ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად:

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე და ექსკლუზიურად მაღალი სიზუსტის იარაღით”, – თქვა შოიგუმ.

შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g