LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული“ – შარლ მიშელი

131
შარლ-მიშელი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ „უკრაინაზე თავდასხმები მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული“.

„ნებისმიერს, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული, უკრაინისკენ ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს. თავდასხმები კიდევ უფრო ცინიკურია იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსიურობა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სული ვერ გატყდება. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად დგას,” – წერს მიშელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები