მსხვილი კინოსტუდიები, რომელთა შორის: Sony, Warner Bros, Disney და Marvel არიან, რუსეთში კინოპრემიერებს დროებით აჩერებენ და ამაზე უამრავი საერთაშორიო გამოცემა წერს.
BBC-ის ცნობით, Warner Bros სტუდიამ რუსეთში „ბეტმენის“ გამოსვლა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩერა. ფილმ „მორბიუსის“ გამოშვება შეაჩერა Sony-მ, Disney კი გახდა პირველი ჰოლივუდური კინოსტუდია, რომელმაც შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში გლობალურმა კორპორაციებმა, მათ შორის ავტომობილების მწარმოებლებმა და ენერგეტიკულმა გიგანტებმა, რუსეთთან ბიზნესკავშირები შეწყვიტეს.