უკრაინელებისთვის მორიგ სიურპრიზებს ვამზადებთ, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა “ტელეგრამში” დაწერა.
მისივე თქმით, „კადიროველებმა“ ახლახან ჩატარებული ოპერაციის დროს „600-ზე მეტი უკრაინელი გაანადგურეს“.
“უკრაინელ სატანისტებს რეგულარულ „სიურპრიზებს“ ვუმზადებთ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ვინც ჩემს განცხადებებს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომ ასეთი განცხადებებს ყოველთვის შედეგები მოჰყვება. ყველას ახსოვს ჩვენს მიერ ბოლო დროს ჩატარებული ოპერაცია „შურისძიება“. სულ რაღაც ერთ დღეში გავანადგურეთ 600-ზე მეტი ბანდერელი”, – წერს კადიროვი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:
ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება – რამზან კადიროვი