LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება – რამზან კადიროვი

75
რამზან კადიროვი

გეგმას უკვე 254%-ით გადავაჭარბეთ, – ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მობილიზაციის განხორციელება არ იგეგმება.

მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის მსგავსი მექანიზმი რუსეთზე გაცილებით ადრე შეიმუშავეს.

“ჩეჩნეთმა გაწვევის საკითხში 254%-ით უკვე გადააჭარბა გეგმას. ასეთი მაჩვენებლები ადრე მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი დანაყოფების ჩამოყალიბების დროს იყო. ეს მექანიზმი თავიდანვე, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე შევიმუშავეთ. გარდა ამისა, რესპუბლიკას აქვს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს.

მოსახლეობას ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ მსგავსი საკითხები შეიძლება გაჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი უკვე გადავწყვიტეთ. ამიტომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ და პატივცემულ დედებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ”, – წერს კადიროვი “ტელეგრამში”.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ამავე თემაზე:

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინის ახალი შეცდომა, მარცხი, სისუსტე თუ სასოწარკვეთა – როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას

რისთვის დაიღუპება ათასობით მამაკაცი? პუტინის სასახლისთვის? – რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარებას გეგმავენ

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – რას ამბობს “ოცნება” პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g