გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა “კადიროველთა” რაზმის მეთაური რუსლან აზიზოვი მოკლეს.
ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ფაქტს ადასტურებენ კადიროვის მებრძოლებიც, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ ტელეგრამ-არხზე განაცხადეს.
როგორც გამოცემა წერს, აზიზოვის ლიკვიდაცია 2 აპრილს ტელეგრამში დაადასტურა ევროპაში მყოფმა ჰასან ხალიტოვმა – ოპოზიციონერმა ჩეჩენმა ბლოგერმა, რომელიც მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მტერია.
ხალიტოვმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი კადიროველის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც მებრძოლმა აზიზოვის განადგურების შესახებ აცნობა.
“კადიროველი ჩივის, რომ იქ ყველაფერი ძალიან ცუდად არის (უკრაინაში მათი ბრძოლის მიმდინარეობა) ცოტა ხნის წინ მათი მეთაური რუსლან აზიზოვი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში