„უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს“- ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, რუს სამხედროებთან ერთად დასახლება ჩრდილოეთ კორეელ ჯარებსაც ეკავათ.