LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს: ალექსეი არესტოვიჩი

406
ტანკი

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი განმარტებით, განადგურებულია ასობით ჯარისკაცი.

მან ასევე განაცხადა, რომ საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსი, გენერალ სიმონოვი შესაძლოა დაღუპული იყოს.

„ორი დარტყმა იზიუმზე, ერთი საჰაერო სადესანტო ძალების შტაბზე, მეორე კომბინირებული ძალების შტაბზე. ქვედა საზღვარზეც კი, ერთ ადგილას 100 გვამი, მეორეში 200, მესამეზე 100 მაინც. ზედა ზღვრად 200-300 ასახელებენ.

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, განადგურებულია საჰაერო სადესანტო ძალების შტაბის უფროსი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

magti 5g