მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართავს და მის წინააღმდეგ განხორციელებული წამების, არაადამიანურ მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის საქმეზე დაზარალებულად ცნობას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა.
როგორც უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩაატარეს არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და როგორც უკრაინელი ექიმები, ასევე ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას.
მისივე თქმით, მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატური მუშაობა საქართველოში, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს”, – აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა, რომელმაც დღეს რუსთავის მე-12 საპატიმროში სააკაშვილი მოინახულა.