LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მაჭუტაძე სააკაშვილზე: ისეა შეცვლილი, ვერ იცნობთ, გადაადგილება და მეტყველება უჭირს

94
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მაჭუტაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც მაჭუტაძე აცხადებს, სააკაშვილს გადაადგილება და მეტყველება უჭირს და ისეა შეცვლილი, რომ მისი ცნობა რთულია:

„ამ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სასტიკად გაუარესებული და ეს ჩანს ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით და ისეთი არაპროფესიონალისთვის და არამედიკოსისთვისაც, როგორიც მე ვარ.

ეს ადამიანი არის საშინლად გამხდარი, წონის კლება მიმდინარეობს ყოველდღიურად, უჭირს გადაადგილება, მეტყველება, ვერ იცნობ, ისეა შეცვლილი. იყო მუდმივად აქტიური, საკითხებით დაინტერესებული და მისი ფიზიკური აქტივობაც მთელი ქვეყნისთვის არის ცნობილი..

ეს დღეს სხვა ადამიანია, ამ თვისებებისგან, პრაქტიკულად, დაცლილი. საზოგადოება იმის საზოგადოებაა, რომ თავისი მოქალაქე დაიცვას იმ საშინელი მდგომარეობისგან, რაც ჯანმრთელობის ყოველდღიურად გაუარესებას ნიშნავს.

სტრატეგია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის, შიდა პოლიტიკური საკითხიც არის, საზოგადოებრივი საკითხიც არის, ზოგადად პოლიტიკური საკითხია და მე თუ მკითხავთ, გეოპოლიტიკური საკითხიც არის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები