LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელი კაცი გავიცანი, საქართველოში გამოხიზნული მისი მეუღლე და უსინათლო შვილიშვილი შენ შეგიფარებია“ – რას წერს გიგა მაქარაშვილი გუკა რჩეულიშვილზე

319
Untitled design (5)

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც კიევში იმყოფება, საზოგადოებას უკრაინის მოქალაქის შესახებ ემოციურ ინფორმაციას უზიარებს.

მაქარაშვილი წერს უკრაინელ კაცზე, რომლის საქართველოში გამოხიზნული ოჯახიც პროდიუსერმა გუკა რჩეულიშვილმა შეიფარა:

„წყლის რიგში შუახნის უკრაინელი კაცი გავიცანი, „გამარჯობა საკარტველო“ მომაძახა.

შვილი ფრონტზე მყავს და ძალიან ვნერვიულობ, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრებაო.

მეუღლე და უსინათლო შვილიშვილი უკვე 9 თვეა საქართველოში მყავს გახიზნული და ისე ვგრძნობ თავს, თითქოს სახლში მყავს უსაფრთხოდო.

Guka San, შენ შეგიფარებია ჯერ კიდევ მარტში.

საქართველოს დროშის დანახვაზე დნებიან, უნდა ნახოთ როგორი მადლიერებით და იმედით გვიყურებენ“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„გუკა საოცრებებს აკეთებს“ – რისთვის უხდის მადლობას სოფო ჭყონია გუკა რჩეულიშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები