უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსების სამხედრო საწყობი გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია ბელოგორკაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობი.
ოპერატიული სარდლობის ცნობითვე, ლიკვიდირებულია 29 რუსი ჯარისკაცი, ამასთან, უკრაინელმა მებრძოლებმა თვითმავალი ქვემეხი და საავტომობილო ტექნიკის ხუთი ერთეული გაანადგურეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში